ᲕᲔᲠᲡᲘᲐ · 2026.11.04-client
სერვისები, შეტყობინებები და თქვენი იდეები
სერვისების საერთო ნავიგაცია, რესურსების ისტორია, ინვოისების ნაშთები და იდეებისთვის ხმის მიცემა — მთავარი გვერდის ნაცნობი ბარათების შენარჩუნებით.
- გამოქვეყნდა
- მიმართულებები
- კლიენტის პანელი, ვირტუალური სერვერი, გადახდები და ბილინგი
დაემატა
- შეტყობინებების ცენტრში შეგიძლიათ გაფილტროთ წაუკითხავი შეტყობინებები და მონიშნოთ ისინი წაკითხულად. Email/SMS პარამეტრები იხსნება ანგარიშის უსაფრთხოების ჩანართში.კლიენტის პანელი
- VPS-ის რესურსების გვერდზე ჩანს ბოლო 30 დღის მაქსიმუმ 30 გაზომვა. არჩეული ზღვრის გადაჭარბებისას ახალი გაზომვა ქმნის შეტყობინებას — თითო რესურსზე დღეში ერთხელ. მონაცემები ჩნდება მხოლოდ რეალური გაზომვის შემდეგ.ვირტუალური სერვერი
- შეგიძლიათ გამოგზავნოთ გაუმჯობესების იდეა და ხმა მისცეთ საჯარო იდეებს. ჩანს განხილვის სტატუსი, გუნდის პასუხი და შესრულებული იდეის შესაბამისი განახლება. ახალი იდეა გამოქვეყნებამდე მხოლოდ მის ავტორსა და გუნდს უჩანს.კლიენტის პანელი
გაუმჯობესდა
- ჰოსტინგის, VPS-ისა და დომენის გვერდებიდან ერთნაირი მოკლე ზოლით გადადიხართ მიმოხილვაზე, მართვაზე, ბილინგსა და დახმარებაზე. სერვისის მდგომარეობა და შესამოწმებელი ნაბიჯები რეალურ ჩანაწერებს ეფუძნება.კლიენტის პანელი
- გადასახდელი ინვოისების მიმოხილვა აჩვენებს დარჩენილ თანხას დადასტურებული ნაწილობრივი გადახდების გათვალისწინებით. სხვადასხვა ვალუტის თანხები ცალ-ცალკეა; ბმული შესაბამის ინვოისს ხსნის.გადახდები და ბილინგი
- ახალი გვერდები მორგებულია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე, მობილურ ეკრანსა და ღია/მუქ თემაზე. ფორმების კონტრასტი, ფოკუსი და შენახვის პასუხები მკაფიოდ ჩანს.კლიენტის პანელი
როგორ მოგეწონათ?
მიიღეთ განახლებები ელფოსტით
მოკლე წერილი მხოლოდ მაშინ, როცა რამე მნიშვნელოვანი იცვლება. გაუქმება — ერთი დაჭერით.
RSS / Atom