კომპანია ასტრონავტი გთავაზობთ სწრაფ და სტაბილურ ვებ-ჰოსტინგს.ჩვენი სერვერები განთავსებულია Google-ის მონაცემთა ცენტრში და უწყვეტ ინტერნეტ კავშირს უზრუნველყოფს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპანია Google.

NS ჩანაწერები:

ns1.astronaut.ge

ns2.astronaut.ge

შენი საიმედო ჰოსტინგი

კონფიდენციალურობა

1. დომენის რეგულაციის მიზნებისთვის პერსონალურ მონაცემს წარმოადგენს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური პირის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც წარდგენილია ადმინისტრატორისთვის ან/და რეგისტრატორისთვის დომენური სახელის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

2. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ადმინისტრატორი წარმოადგენს მონაცემთა დამმუშავებელს, ხოლო რეგისტრატორი წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, რომელიც რეგისტრატორის ხელშეკრულების და ამ დომენის რეგულაციის საფუძველზე ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს.

3. ადმინისტრატორი და რეგისტრატორი ამუშავებენ პერსონალურ მონაცემებს შემდეგნაირად:

  • 3.1 რეგისტრანტის სარეგისტრაციო განაცხადის განსახილველად და მისთვის მომსახურების გასაწევად, რეგისტრანტის თანხმობის საფუძველზე, რომელი თანხმობაც გამოხატულია და დაფიქსირებულია სარეგისტრაციო განაცხადში და რეგისტრატორსა და რეგისტრანტს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რეგისტრატორი და ადმინისტრატორი აგროვებენ და ამუშავებენ შემდეგი კატეგორიის ინფორმაციას:
  • (i) რეგისტრანტის, რეგისტრანტის ტექნიკური და ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის, ბილინგ საკონტაქტო პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრული სახელი, საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი (ქვეყანა, შტატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საფოსტო ინდექსი, ქალაქი, ქუჩა, ბინა);
  • (ii)რეგისტრანტის, ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის, ტექნიკური საკონტაქტო პირის, ბილინგ საკონტაქტო პირის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადი ნომერი, ასაკი, სქესი, დაბადების თარიღი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნომერი, ქვეყანა, რომელმაც გასცა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან პირადი ნომრის არარსებობის შემთხვევაში - დაბადების თარიღი და ქვეყანა, რომლის მოქალაქესაც წარმოადგენს;
  • (iii) ფინანსურ ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია დომენური სახელის სარეგისტრაციო საფასურისა და რეგისტრაციის განახლების საფასურის გადახდასთან, მათ შორის, ანგარიშის ნომერი;
  • (iv) რეგისტრანტის სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ ინფორმაცია, დომენური სახელის რეგისტრაციის, სარეგისტრაციო მონაცემებში უკანასკნელი ცვლილების შეტანის თარიღი, დომენური სახელის რეგისტრაციის ვადის გასვლის თარიღი და სტატუსი, დომენური სახელის რეგისტრაციის შეწყვეტის და გაუქმების თარიღები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • (v) იმ სახელის სერვერების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც ემსახურება რეგისტრანტის სახელზე რეგისტრირებულ დომენურ სახელს; (vi) ავტომატურ რეჟიმში ლოგ ფაილების სახით შეგროვებული ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის და არამხოლოდ, მოიცავს რეგისტრანტის მიერ დომენური სახელის გამოყენების, სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების, გადახდების, რეგისტრანტის პროფილის მართვის შესახებ ინფორმაციას.

4. რეგისტრატორი და ადმინისტრატორი უფლებამოსილები არიან შეაგროვონ და დაამუშაონ რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები რეგისტრანტის სახელზე დომენური სახელის რეგისტრაციისა და რეგისტრანტისთვის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის მიზნით, რაც საჭიროა, მათ შორის და არამხოლოდ, შემდეგი ქმედებების განსახორციელებლად:

  • (i) დომენური სახელის რეგისტრაციისთვის და სარეგისტრაციო მომსახურების გასაწევად;
  • (ii) WHOIS მომსახურების მეშვეობით რეგისტრანტისა და მის სახელზე რეგისტრირებული დომენური სახელის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოსაქვეყნებლად;
  • (iii) ადმინისტრატორის/რეგისტრატორის კომპეტენციას მიკუთვნებული ოპერაციების შესასრულებლად ან გადაწყვეტილების მისაღებად;
  • (iv) კანონმდებლობის ან სტანდარტის, ინსტრუქციის ან ჩვეულებითი პრაქტიკის, სავალდებულო ძალის მქონე წესების, რომლებიც ვრცელდება ადმინისტრატორზე/რეგისტრატორზე, დასაცავად, ასევე დარღვეული, ან სადავოდ გამხდარი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სასამართლოსა თუ დავის ალტერნატიული განმხილველი ორგანოს მეშვეობით;
  • (v) რეგისტრანტის და რეგისტრანტის ტექნიკური და ადმინისტრაციული საკონტაქტო პირის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დადგენის უზრუნველსაყოფად;
  • (vi) დომენური სახელების რეესტრის ფუნქციონირებისთვის.
5. ადმინისტრატორი/რეგისტარტორი უფლებამოსილია გაამჟღავნოს რეგისტრანტის პერსონალური ინფორმაცია შემდეგ შემთხვევებში:

  • (i) დომენის რეგულაციის 7.4.1 პუნქტის შესაბამისად დომენური სახელის შესახებ ინფორმაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნება;
  • (ii) დომენის რეგულაციის 7.4.3 პუნქტის შესაბამისად მესამე პირისთვის, შესაბამისი იურისდიქციის მქონე უფლებამოსილი ორგანოსთვის, მათ შორის, WIPO-ს არბიტრაჟისა და მედიაციის ცენტრისთვის, სასამართლოსთვის, ალტერნატიული დავის განმხილველი ორგანოსთვის რეგისტრანტის შესახებ ინფორმაციის გადაცემა.
6. რეგისტრატორი და ადმინისტრატორი უფლებამოსილნი არიან დაამუშაონ და შეინახონ რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის და ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლიდან/შეწყვეტიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, ასეთი ვადის გასვლის შემდეგ რეგისტრატორი/ადმინისტრატორი ვალდებულია წაშალოს რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები.

7. რეგისტრანტსა და რეგისტრატორს შორის სარეგისტრაციო მომსახურების გაწევის თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის/შეწყვეტის შემდეგ რეგისტრანტი უფლებამოსილია მოსთხოვოს რეგისტრატორს/ადმინისტრატორს საკუთარი პერსონალური მონაცემების წაშლა, რა შემთხვევაშიც რეგისტრატორს/ადმინისტრატორი ვალდებულია წაშალოს ასეთი რეგისტრანტის პერსონალური მონაცემები.

8. რეგისტრანტს, ადმინისტრაციულ საკონტაქტო პირს და ტექნიკურ საკონტაქტო პირს უფლება აქვთ ადმინისტრატორისგან და რეგისტრატორისგან, რომლის მეშვეობითაც რეგისტრანტმა გააკეთა სარეგისტრაციო განაცხადი დომენური სახელის დასარეგისტრირებლად ან რეგისტრატორის შესაცვლელად, ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაცია ადმინისტრატორის და რეგისტარტორის მიერ დამუშავებული თავისი პერსონალურ მონაცემების შესახებ.